მსხვერპლი მოყვა ბელიაშვილის ქუჩაზე, ყოფილი "მიონის" შენობაში გაჩენილ ხანძარს. მეშვიდე სართულზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 55 წლის მამაკაცია გარდაცვლილი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ელექტროსადენები დაეცა რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. სავარაუდოდ ამის შემდეგ გაჩნდა შენობაში ხანძარი. შემთხვევის ადგილზე 7 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის გაჩენის მიზეზებს გამოძიება ადგენს.