იაპონური ავტოკონცერნი Mitsubishi Motors-ი მსოფლიოში პირველი სერიული ელექტრომობილის წარმოებას შეაჩერებს. ამის მიზეზი i-MiEV-ის გაყიდვების დაბალი მაჩვენებელი და კომპანიაში არსებული კრიზისული სიტუაცია გახდა.
ტელეკომპანია NHK-ს ინფორმაციით, კონცერნი აღნიშნული ავტომობილის წარმოების შეჩერებას მიმდინარე ფინანსური წლის ბოლომდე გეგმავს, ანუ 2021 წლის მარტის ბოლომდე. თუმცა, ამასთან, კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ დაიწყონ ახალი ელექტრომობილის წარმოება, თუ პარტნიორი Nissan-ი მას მხარს დაუჭერს.
ხუთკარიანი ჰეჩბეკის I-MiEV-ის დებიუტი 2009 წელს შედგა და ის მსოფლიოში პირველი ელექტრო მანქანა გახდა, რომელიც საშუალო შემოსავლის მომხმარებლისთვის იყო ხელმისაწვდომი. გამოშვებიდან დღემდე I-MiEV-ის დაახლოებით, 50 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა.