თბილისის მასშტაბით არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში უახლოეს მომავალში სათვალთვალო კამერები დამონტაჟება, მანამდე კი ქვეითი პატრულირება დაწესდება, - ამის შესახებ "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განაცხადა. მისი თქმით, შემუშავებულია სპეციალური პროექტი, რომელიც მთლიანად დედაქალაქში არსებულ მიწიქვეშა გადასასვლელებში, სკვერებსა და ბაღებში სათვალთვალო კამერის მოწყობას ითვალისწინებს. ლევან ჯღარკავას, თქმით, ამ ყველაფერს ერთიან მონიტორინგს შსს-ს სპეციალიზირებული დეპარტამენტი გაუწევს.