ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის გამო ვულკან რინჯანიზე 560 ადამიანია ჩარჩენილი. მათ შორის ფრანგი, ტაილანდელი და ჰოლანდიელი ტურისტები და მათი თანმხლები ადგილობრივები არიან. ამის შესახებ „ფრანს პრესი“ წერს. სტიქიის ეპიცენტრი რინჯანის სიახლოვეს მდებარეობდა, რის გამოც ტურისტული მარშრუტების ნაწილი ჩაიხერგა. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში 29 ივლისს გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 14 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვმა კი 160-ს გადააჭარბა.