კალიფორნიის შტატის სამხრეთში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, აღნიშნული მიწისძვრა ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო. ეპიცენტრი კვლავ ქალაქ რიჯკრესტთან დაფიქსირდა, რომელიც ლოს ანჯელესიდან ჩრდილოაღმოსავლეთით მდებარეობს. სერიოზული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, სამხრეთ კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა ორი დღის წინაც მოხდა. მაშინ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,4 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმოლოგ ლუსი ჯონსის განცხადებით, მიწისძვრები აღნიშნულ რეგიონში შესაძლოა, კვლავ განმეორდეს.