ბათუმში, ტაოს ქუჩაზე მცხოვრებლები კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ ქუჩაზე ბათუმი-ახალციხის მიმართულებით ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა მიმდინარეობს, რის გამოც სახლისა და მიწის ნაკვეთების დათმობა დაბალი კომპენსაციის სანაცვლოდ უხდებათ. კომპენსაციის გაზრდას 13-მდე ოჯახი ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავს. მოსახლეობა აცხადებს რომ თითო ოჯახს დაახლოებით 100 ათას ლარს სთავაზობენ, მათი საკუთრება კი გაცილებით ძვირი ღირს. მოთხოვნებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან “ უპასუხეს. მმართველი საბჭოს წევრის გიორგი შარკოვის თქმით კომპენსაციის გაცემა მოსახლეობაზე ინდივიდუალურად, სხვადასხვა პაკეტით ხდება. უკმაყოფილო ოჯახებს კი შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.