12:56
13 ივლისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
მიწის ნაკვეთები 15 ცენტად
18-03-2020

ხორვატიის ქალაქ ლეგრადში მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის მიზნით სახლები და მიწის ნაკვეთები 1 ხორვატულ კუნად (15 ცენტად) იყიდება..

ლეგრადში  2241 ადამიანი ცხოვრობს, ხორვატიაში დემოგრაფიული ვარდნა კი 2013 წელს, ევროკავშირი შესვლის შემდეგ დაიწყო. ამის გამო ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს გარკვეულ დარგებში, მაგალითად ტურიზმსა და მშენებლობაზე უცხოელები დაასაქმოს.

სახლის ან მიწის ნაკვეთის 1 კუნად შეძენა მხოლოდ 40 წლამდე ადამიანს შეუძლია და მან ლეგრადში სულ მცირე 15 წელი უნდა იცხოვროს. ამის სანაცვლოდ ადგილობრივი ხელისუფლება მას სახლის შესაძენად 5100 დოლარის სუბსიდიას გამოუყოფს და 3600 დოლარის ფარგლებში რემონტის ხარჯების კომპენსაციას გადაიხდის.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები