ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 28-ე კილომეტრთან, რომელიც უღელტეხილამდე მდებარეობს, ჩამოშლილი მიწის მასის გამო ტურისტები არიან ჩარჩენილი და გადადგილებას ვერ ახერხებენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ტერიტორიაზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები იმისთვის, რომ ავტომობილებმა გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ტურისტი ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 28-ე კილომეტრთან მანქანებით არიან ჩარჩენილიები.
"მიმდინარეობს გზის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. გზა რამდენიმე საათში გაიწმინდება, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ შეგვიშლის ხელს", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში.