მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა ჯამში, 3 მილიარდ 6 მილიონ 209 ათას 199 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობამ 21 მილიონ 655 ათას 957 ლარი შეადგინა. აქედან 17 მილიონ 89 ათას 488 ლარის შემოსულობა მიწის გაყიდვიდან იყო. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო ბიუჯეტში მიწის გაყიდვიდან მილიონ 647 ათას 969 ლარის, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში 15 მილიონ 441 ათას 519 ლარის მობილიზება მოხდა.
ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.