მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე მიწის აზომვითი ნახაზის მომზადებისთვის 13 მილიონ 166 ათს 965 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 აგვისტოდან მოყოლებული ჯამში 166 440-ზე მეტი მიწის ნაკვეთის აზომვის საფასური ანაზღაურდა, 303 147 ჰექტარზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი კი დარეგისტრირდა. მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის ანაზღაურების პროგრამა 2017 წლის ბოლომდე გრძელდება.