მიწებთან დაკავშირებულ კანონს პარლამენტი ორი მესამედით ანუ სულ მცირე 100 ხმით მიიღებს. კონსტიტუციაში კეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შესაბამისი ორგანული კანონი პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით მიიღება.
ზოგადად, ორგანულ კანონებს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით - 76 ხმით იღებს.