მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ პრესკონფერენცია გამართა. კერძოდ, საუბარი იყო საათობრივ-ზონალური პარკირების სისტემაზე, სატრანსპორტო დერეფნების ცვლილებებსა და ტაქსების რეფორმებზე, რაც მუმლძეს თქმით ხელს შეუწყობს კერძო ავტომობილების მკვეთრად შემცირებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზრდას.მამუკა მუმლაძე მიკროავტობუსების ცვლილებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თუ მიკროავტობუსების კომპანია მანქანებს არ მოაწესრიგებს პრობლემები შეექმნებათ, რადგან მგზავრთა უმეტესობა უპირატესობას ავტობუსს მიანიჭებს. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.