მეუფე იოანე გამრეკელი მიიჩნევს, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს მიმართ სინოდის მხრიდან სასჯელი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო. როგორც მეუფე იოანე გამრეკელმა ჟურნალისტებს პარლამენტში, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა, უნდა მომხდარიყო მეუფე პეტრესთვის ეპარქიის შეცვლა, რადგან მისი ავტორიტეტი მრევლის თვალში შეილახა.