დღეს, "მფრინავი ჰოლანდიელი" ყველა უგზოუკლოდ დაკარგული თუ ეკიპაჟის გარეშე მცურავი გემის ერთვარი კრებითი სახელია. ტერმინი აჩრდილად ქცეული ხომალდის წყალობით დაიბადა, რომელიც ოთხ ათწლეულზე მეტია შიშის ზარს სცემს ზღვაოსნებს. მისი გაშლილ ზღვაში ხსენება ავისმომასწავებელია, პირისპირ შეხვედრა კი, გარდაუვალ დაღუპვას ნიშნავს, რადგან "მფრინავი ჰოლანდიელი" ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ხომალდია, რომლის ისტორია დღემდე იდუმალებითაა მოცული.
ზღვაში მარადიულად მოცურავე გემის შესახებ, რომელიც შიშის ზარს სცემს ზღვაოსნებს, რამდენიმე შიშისმომგვრელი ვერსია არსებობს.