ალბათ არაერთხელ გაგიგიათ, რომ ღვინო ებრძვის ქოლესტერინს და ის სასარგებლო პროდუქტია ამ მხრივ, მაგალითად კი ფრანგები მოჰყავთ, რომლებიც ღვინოს ხშირად მიირთმევენ, კვლევების შედეგად კი მათ სისხლში ქოლესტერინის მინიმალური რაოდენობა აქვთ. სინამდვილეში ფრანგებს ქოლესტერინის დაბალი მაჩვენებელი სწორი კვების დამსახურებით აქვთ და არა ღვინის მიღების გამო. ანუ მითი იმის შესახებ, რომ ყურძენში არსებული ანტაციანები ქოლესტერინს ებრძვის მცდარია, მიუხედავად იმისა, რომ ანტაციანები მართლაც გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებით, ქოლესტერინზე ზემოქმედების მოსახდენად საჭიროა ორგანიზმში მოხვდეს ანტაციანების ის რაოდენობა, რასაც ადამიანი ღვინის დალევის საშუალებით ვერ მიიღებს, რადგან ღვინოში ის მცირე რაოდენობითაა. ანტაციანები პიგმენტებია, რომელიც ყურძნის კანშია კონცენტრირებული და ყურძნის ფერს განაპირობებს, ზოგიერთი კვლევის თანახმად ის აფერხებს კიბოს უჯრედების განვითარებას ორგანიზმში, ისევე, როგორც რესვერატროლი.
2014 წელს ჟურნალმა თაიმსმა, დევიდ სინგლერის ექსპერიმენტის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თაგვებზე ჩატარებულმა ცდამ, რესვერატროლის დადებითი შედეგი აჩვენა. მკვლევარის დაკვირვებით ეს ნივთიერება უჯრედების სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ასევე ეფექტურად ებრძვის სიმსივნურ წარმონაქმნებს. ამ აღმოჩენის შემდეგ ყურძენი კიდევ უფრო პოპულარული გახდა, თუმცა შემდგომში გაირკვა, რომ ხალხმა ეს აღმოჩენა არასწორად გაიგო. მეცნიერმა თაგვებზე აღნიშნული ნივთიერება, წამლის სახით გამოსცადა, რომელშიც რესვერატროლი დიდი კონცენტრაციით იყო. იმისთვის, რომ ეს ნივიერება ღვინიდან საკმარისი რაოდენობით მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში, საჭიროა 1000-მდე ბოკალი ღვინის დალევა ერთ ჯერზე, რაც შეუძლებელია, რადგან ერთ ჯერზე ადამიანი ვერ დალევს 10 ბოკალზე მეტსაც, ღვინის გადაჭარბებული რაოდენობა საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.