მიშელ ლეტიტო "მისტერ მჭამელას" სახელით არის ცნობილი. ლეტიტო ჯერ კიდევ 9 წლის იყო, როცა თავისი უჩვეულო ესაძლებლობების გამოვლენა დაიწყო. პირველად, მინის ჭიქის დაგემოვნების მცდელობა ენის გაჭრით დასრულდა, თუმცა შემდეგ სწორი ტექნოლოგია შეიმუშავა და მალე ლუდისა და შამპანურის ბოთლებსაც კი უპრობლემოდ მიირთმევდა. მოგვიანებით, „მისტერ მჭამელამ“ მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახადა და გემო ველოსიპედსაც გაუსინჯა. 16 წლიდან მიშელმა წარმოდგენებში მონაწილეობა დაიწყო. ის ყველაფერს მიირთმევდა: ველოსიპედების მეტალის ნაწილებს, ინსტრუმენტებს, რეზინს, ტელევიზორებს, სამართებლებს . ლეტიტოს წარმოდგენებს მაყურებელი არასოდეს აკლდა. ნელ-ნელა ლეტიტოს საჭმლის მომნელებელი სისტემა უჩვეულო „პროდუქტების“ მიმართ ადაპტირდა. ლეტიტოს კუჭის კედლები, ჩვეულებრივი ადამიანის კუჭთან შედარებით, ორჯერ უფრო სქელი გახდა, თუმცა მისი პირადი ექიმის მორზოლის თქმით, ზოგჯერ მიშელი მწვავე ტკივილებს განიცდიდა. „მისტერ მჭამელას“ კარიერის მწვერვალი თვითმფრინავი Сессна-150“-ის დაგემოვნება გახლდათ, რასაც თითქმის 2 წელი დასჭირდა. ლოტიტო მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ უჩვეულო რაციონი მის ორგანიზმს ზიანს არ აყენებდა, თუმცა მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ყოველ ჯერზე შიშით ელოდნენ, რომ მორიგი ჭიქა ან რკინის ნაჭერი მისთვის უკანასკნელი გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ „მისტერ მჭამელას“ თავისი პოპულარობა ჯანმრთელობას ერჩივნა, 55 წლის ასაკში იძულებული გახდა, „პენსიაზე გასულიყო“. 57 წლის ასაკში კი გარდაიცვალა.გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი და ამ დრომდე მისი რეკორდის გამეორება ვერავინ შეძლო.