12:16
22 ივნისი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მისო-ების მოგება 24,5%-ით გაიზარდა
17-05-2021

2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება 24,5%-ით გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, თუ 2020 წლის პირველი კვარტალი მისო-ებმა მხოლოდ 18 მილიონ 463 ათას 904 ლარის მოგებით დახურეს, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 23 მილიონ 4 ათას 839 ლარი შეადგინა. ამასთან, დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 24 მილიონ 848 ათას 676 ლარი შეადგინა.

ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში მისო-ების საპროცენტო შემოსავალმა 75 მილიონ 340 ათას 62 ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 67 მილიონ 249 ათას 698 ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან კი საპროცენტო შემოსავალმა 2 მილიონ 123 ათას 976 ლარი შეადგინა.

ამასთან, მისო-ებმა ჯარიმებიდან და საურავებიდან 5 მილიონ 145 ათას 228 ლარის შემოსავალი მიიღეს. ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა. საანგარიშო პერიოდში 388 სერვის-ცენტრსა და ფილიალში 4 ათას 113 ადამიანი იყო დასაქმებული.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები