რუსთავში, მდინარე მტკვარში 35 წლამდე ასაკის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ღამით კი მაშველები და პოლიცია მტკვრის ხეობის მონიტორინგს აწარმოებდნენ. 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის ტერიტორიაზე, მდინარის ნაპირიდან გაუჩინარდა.
მეთევზებმა ნაპირზე მისი ტანსაცმელი, პირადი ნივთები ნახეს. თითმხილველები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი მდინარეში შევიდა და გამოსლა ვეღარ შეძლო. დაკარგული მამაკაცის ვინაობაა უკვე დადგენილია.