გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაშელე აშშ-ში პოლიციის მიერ შავკანიანი მამაკაცის მკვლელობას გმობს და აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ შეუიარაღებელი აფროამერიკელების მკვლელობები შესაჩერებლად "სერიოზული ზომები უნდა მიიღოს".
"აშშ-ის ხელისუფლებამ ასეთი მკვლელობების შესაჩერებლად სერიოზული ზომები უნდა მიიღოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი ფაქტი მაინც მოხდება, სამართლიანობის აღსრულება უნდა უზრუნველყოს. პროცედურები უნდა შეიცვალოს, უნდა შეიქმნას პრევენციის სისტემები, და უპირველეს ყოვლისა, პოლიციელები, რომლებიც ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას მიმართავენ, ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა გასამართლდნენ", - განაცხადა მიშელ ბაშელემ. მისივე თქმით, უნდა მოხდეს მსგავს ინციდენტებში რასობრივი დისკრიმინაციის როლის შეფასება და მის წინააღმდეგ ბრძოლა.
"უნდა მოხდეს იმ როლის შეფასება, განხილვა, სათანადოდ აღიარება და გამკლავება, რასაც მსგავს ფატალურ შემთხვევებში რასობრივი დისკრიმინაცია ასრულებს", - აღნიშნა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.