პოლიტიკური მიმომხილველი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეიბუქში" პოსტს აქვეყნებს, სადაც ის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას აფასებს. "მიშას გამოსვლა იყო ზუსტად იმ შინაარსის, რა შინაარსის გამოც ის დემოკრატად, დემოკრატიის დამცველად და დემოკრატების პარტნიორად აღარ განიხილება. არც ჩემთვის, არც - დასავლეთისთვის. პ.ს. ვის მოგწონთ ეს და ვის არა, თქვენი გემოვნების და პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხია", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.