მთაწმინდის პარკის ამფითეატრში „მისს პრინცესა 2020“-ის შესარჩევი კონკურსი გაიმართა. „მისს პრინცესა საქართველო 2020"-ში მონაწილეობას 4-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები იღებდნენ და გამარჯვებულები რამდენიმე კატეგორიაში გამოვლინდა.
კონკურსზე, რომელიც სამ ტურად გაიმართა, მოდელები ჟიურის წინაშე დიზაინერ ანანო ნადარეიშვილის სამოსით წარსდგენენ. კონკურსი „მისს პრინცესა საქართველო 2020“ სამოდელო სააგენტო "ნიუ მოდელსის" ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.
წლევანდელი წლის გრამ პრის მფლობელი ანი ფრიდონაშვილი გახდა.