23:55
28 თებერვალი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
მის მაგივრად ძირითადად ჩინურ მცენარეს ყიდიან - როგორ უნდა გაარჩიოთ დარიჩინი კაიასგან, რომლის ხშირმა მიღებამ შეიძლება სისხლი ზედმეტად გაგითხელოთ
11-03-2019

საკონდიტრო ნაწარმში ასევე ძალიან პოპულარულია დარიჩინის გამოყენება. დარიჩინი კარგია არამხოლოდ მისი გემოვნური თვისებების გამო, არამედ გამოირჩევა სასარგებლო მოქმედებებითაც. ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედება, რაც დარიჩინს აქვს მისი ცხიმტან ბრძოლაა.  დარიჩინი თრგუნავს შიმშილს, აძლიერებს მეტაბოლიზმს, არის ანტიოქსიდანტი და ებრძვის ანთებებსაც კი. ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ დაადგინა, რომ დარიჩინი ანელებს ცხიმოვანი უჯრედების ზრდას, ის წვავს ცხიმებსაც, თუმცა, რა თქმა უნდა არ უნდა მიირთვათ ის მაღალკალორიულ პროდუქტებთან ერთად. უმჯობესია თუკი დარიჩინს მიიღებთ არა საკონდიტრო ნაწარმიდან, არამედ ცალკე. ისევე როგორც დანარჩენი სანელებლების შემთხვევაში, დარიჩინის ფალსიფიკაციის ფაქტებიც ხშირია. მის მაგივრად ძირითადად ჩინურ მცენარეს. კასიას ყიდიან, რომელსა დარიჩინის იდენტური არომატი აქვს, თუმცა ის არ ხასიათდება დარიჩინისნაირი თვისებებით. გარდა ამისა კასიაში არის დიდი რაოდენობით კუმარინი, რომელიც სისხლს ათხელებს, ერთის მხრივ შესაძლოა ეს ეფექტი დადებით მხარედ ჩაითვალოს, განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, ვისაც ამ მხრივ პრობლემები აქვს,  თუმცა თუ დარიჩინს წონაში კლების მიზნით ყოველდღიურად მოიხმართ და მის ნაცვლად შეცდომით კასიას მიირთმევთ, შესაძლოა მან სისხლი ზედმეტად გაგითხელოთ. ამიტომ უნდა იცოდეთ ნატურალური დარიჩინისა და კასიას ერთმანეთისგან გარჩევა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მისი სუნი. დარიჩინს სასიამოვნო მსუბუქი სურნელი აქვს, კასიას კი მკვეთრი. თუ დარიჩინს არადაფქულ მდგომარეობაში ყიდულობთ, უნდა დააკვირდეთ მისი კედლის სისქეს, ის არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიმეტს, რადგან უფრო სქელი პროდუქტი ჩინური კასიაა და არა დარიჩინი. მისი ჯოხი მარტივად უნდა ტყდებოდეს და იფშვნებოდეს, კასია კი რთულად ტყდება. რაც შეეხება დაფქვილ დარიჩინს, მისი ცნობაც არ არის რთული, ის უნდა იყოს ფქვილივით ერთგვაროვანი და ფაეროვანი, ასევე მონაცრისფრო შეფერილობის. დაფქვილი კასია მოწითალო, მოყავისფრო ფერისაა და მასში სესაძლოა ნამცეცების ზომა განსხვავებული იყოს.

იხილეთ გადაცემა სრულად

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები