ხმაური თბილისის საკრებულოში - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრს ილია ჯიშკარიანს შორის დაპირისპირება მოხდა. დეპუტატებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხაბეიშვილმა უმრავლესობის წევრებს დედაქალაქის მერისთვის საფეხბურთო კლუბ მილანის „ინტერის“ მაისური გადასცა. ამ პროცესს საკრებულოს უმრაველოსობის წევრი ილია ჯიშკარიანი შეეწინააღმდეგა, რის გამოც დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება გაიმართა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ერთი წელი გავიდა, რაც დედაქალაქს ახალი მერი და მთავრობა ჰყავს. ხაბეიშვილმა „ქართული ოცნება“ მოსახლეობის მოტყუებაში დაადანაშაულა. მან ასევე აღნიშნა რომ მოსახლეობაში არსებული ბევრი პრობლემების მიუხედავად, ქალაქის ხელმძღვანელობა ბიუჯეტის სახსრებით 80 ავტომანქანის 4 მილიონ ლარად შეძენას გეგმავს, რისთვისაც ხაბეიშვილის თქმით, დედაქალაქის მცხოვრებლები ხელისუფლებას ადეკვატურ პასუხს საპრეზიდენტო არჩევნებზე გასცემენ.