ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია და მის ადგილას რომ რაიმე ნივთი ყოფილიყო, ისიც მოიგებდა, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა მთაწმინდის ოლქში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას PalitraNews-ის გადაცემაში "ჩემი კითხვა".
რურუას თქმით, მისმა ოპონენტმა სუსის, პოლიციის , ქუჩის ელემენტების და მერიის დახმარებით მოიგო და სინამდვილეში დამოუკიდებელი კანდიდატი არ ყოფილა.
ასევე იხილეთ: მიხეილ გიორგაძის მიმართ ობიექტური ვერ ვიქნები - ნიკა რურუა