მთავარი პროკურატურა სავარაუდოდ, მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ამსახველ ახალ ჩანაწერს ასაჯაროებს. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ჩანაწერი სავარაუდოდ, სუბელიანსა და ჯაფარიძეს შორის ზაფხულში გამართულ საუბარს ასახავს. მათივე განმარტებით, ჯამში სამი ჩანაწერი პენიტენციური სამსახურის იმ თანამშრომლის მეხსიერების ბარათიდან ამოიღეს, რომელსაც, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, სუბელიანის ფარული ჩანაწერების გავრცელებას სთხოვდნენ.
იხილეთ: