ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომაზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. საქმის პროკურორის ბესიკ ქვარცხავას განმარტებით, ბრალდების მხარემ შესავალ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმ მტკიცებულებებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ამტკიცებს.
თავის მხრივ დაცვის მხარე სასამართოს საკუთარ შესავალ სიტყვას მომდევნო პროცესზე წარუდგენს, რომელიც 15 ნოემბერს ჩაინიშნა. ბრალდებულ მირზა სუბელიანის ადვოკატის ეკა ხუციშვილის განმარტებით, დაცვის მხარე შესავალ სიტყვაში ძირითადად სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებებზე გაამახვილებს ყურადღებას.