23:02
15 ივლისი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მირზა სუბელიანის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს
25-02-2019

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის საქმის განხილვა სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარსდგებიან. აღნიშნულ საქმეზე განაჩენი მოსამართლემ შესაძლოა, დღევანდელ პროცესზევე გამოაცხადოს.
გასულ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან მხოლოდ ერთი, პროკურორ მიხეილ შაყულაშვილის ჩვენება ჰქონდა სადაო, თუმცა, აღნიშნული მოწმის ჩვენებაც უდაოდ ცნეს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

AutoPlay
პარლამენტთან შს მინისტრის გადადგომას უკვე 26-ე დღეა მოითხოვენ
გამოქვეყნდა 4 წუთის წინ
შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4 პირი დააკავა
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
"შვილი მომიკლეს, ძმაც მომიკლეს" - კადრები პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან, სადაც ერთ-ერთმა მონაწილემ პირის ამოკერვა სცადა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გარიგებული მატჩების საქმეზე პატიმრობაში მყოფი 4 ფეხბურთელიდან 1 სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ღლონტი გამოკითხეს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
საქართველო 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები