ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი პენიტენციურ დაწესებულებას 8 ივლისს დატოვებს.მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა.
მირზა სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავიტ სარალიძის მამის მტკიცებით დღეს დაკავებულ მიხეილ კალანდიას სწორედ მირზა სუბელიანი მფარველობდა, მას კალანდიასთან ნათესაური კავშირი აქვს.