მირზა სუბელიანი მონასტერში მიდის - Palitra News

მირზა სუბელიანი მონასტერში მიდის

2019-07-09 22:25:42+04:00

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი მონასტერში მიდის. აღნიშნული ინფორმაცია "პალიტრა ნიუსს" სუბელიანის ადვოკატმა, ეკა ხუციშვილმა მიაწოდა. თუ როდის და რამდენი ხნით მიდის სუბელიანი მონასტერში, ეს მისი ადვოკატისთვის უცნობია. მირზა სუბელიანმა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულება 8 ივლისს დატოვა.