მინსკში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს, რა დროსაც სულ მცირე 20 ადამიანი დააკავეს. საპროტესტო მსვლელობა დამოუკიდებლობის მოედანზე იმართებოდა, სადაც ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. მინსკში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. მოქალაქეებს არჩევნების ოფიციალური შედეგების არ სჯერათ, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. აქციების დაწყების დროიდან 7000-მდე დემონსტრანტი დააკავეს, დაშავდა ასობით და დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი.