მინსკში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა. საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველო-ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და სამომავლო აქტივიზაცია და სხვა.
სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა, რომელიც ბელორუსში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.