ევროპულ თამაშებზე ქართველმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა ფინალი რუსეთის წარმომადგენელს, ინალ ტასოევს იპონით მოუგო. თუშიშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე პოლონელ მასიეჟ სარნაკის, რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუს და ჰოლანდიელ ჰენკ გროლს სძლია. სამწუხაროდ, ფინალი იპონით რუსეთის წარმომადგენელ არმან ადამიანთან ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) წააგო, რომელმაც იქამდე მონტენეგროელ დანილო პანტიკს, ბელორუს მიკიტა სვირიდს და ფრანგ სირილ მერეს დამაჯერებლად სძლია.