თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ომის დაწყებიდან 28 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, აფხაზეთის ომმა მოუშუშებელი ტკივილი დატოვა. მისივე თქმით, დღეს იწყება აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე მოძიებული ადამიანის დაკრძალვის ცერემონიალი.