საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდნენ. მათ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
პარალელურად გმირთა მოედანზე ხმაური იყო, ადგილზე იყვნენ აფხაზეთიდან დევნილები და ორგანიზაცია “დევნილები დევნილებისთვის” წარმომადგენლები. მათი თქმით, ქვეყანაში დევნილების უფლებები დაცული არაა.