მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს და მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიტიკურ სუბიექტებს უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ და საარჩევნოდ წესების დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფომ უნდა დაანახოს მსოფლიოს თუ როგორ შეუძლია კოვიდის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, დემოკრატიული და ღია არჩევნების ჩატარება.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით მმართველი პარტია პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რისი თქმის საშუალებასაც მას სხვადასხვა კვლევები და მოსახლეობის განწყობები აძლევს. მისივე თქმით პპოზიცია განწირულია დამარცხებისთვის და მათ სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე.
ჯანდაცვის მინისტრმა კი არჩევნების დღესთან დაკავშირებით ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით საარჩევნო უბნებზე ყველა წესი დაცულია და მნიშვნელოვანია რომ ამომრჩევლებიც მივიდნენ ხმის მისაცემად და პროცედურები ნორმების გაცვით გაიარონ.