დიდი იმედი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მთლიანი პროცედურა უახლოეს დროში დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მთავრობის მეთაური მიესალმება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, ე.წ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას, რაც, მისი შეფასებით, საბოლოო გადაწყვეტილებისაკენ უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო.გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროინტეგრაცია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტია.