მინისტრთა კაბინეტის წევრები პრეზიდენტის პარლამენტსი გამოსვლას არაადექვატურს უწოდებენ. ვიცე-პრემიერი ეკონომიკურ ნაწილში მარგველაშვილის მოსაზრებებს არ ეთანხმება. კახა კალაძის განცხადებით, როდესაც პრეზიდენტი პარლამენტში მიდიოდა, სადაც პრემიერი, მთავრობა და დიპლომატიური კორპუსი იყო, ის ბევრად უფრო მომზადებული უნდა ყოფილიყო. მარგველაშვილის ანგარიშით უკმაყოფილოა ეკონომიკის მინისტრიც. გიორგი გახარიას თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა უფრო შინაარსობრივი და საქმიანი იქნებოდა. განათლების მინისტრი კი ამბობს რომ პრეზიდენტის გამოსვლისგან უფრო მეტ კონკრეტიკას და დეტალიზაციას ელოდა.