პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრს მოუსმენენ. მაია ცქიტიშვილი პირველი მინისტრია, რომელიც პარლამენტში მოხსენებით "მინისტრის საათის" ფორმატში გამოვა.ე.წ. მინისტრის საათი ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები გაიმართება. "მინისტრის საათის" ფარგლებში პარლამენტი მიმდინარე წლის განმავლობაში 11 მინისტრს მოუსმენს.