საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გადაჭარბებულად აფასებს პოზიციას, რომ მთავრობისა და კომპანია White&case-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კითხვის ნიშნებს აჩენს სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე. მისივე თქმით, საერთაშორისო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ საკონსულტაციო მომსახურებას ითვალისწინებს და ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სახელმწიფოს სურს რისკები შეაფასოს, რათა სიურპრიზები თავიდან იქნას აცილებული. შეგახსენებთ, რომ მთავრობამ "ანაკლიის კონსორციუმთან" ხელშეკრულების შეწყვეტის ანალიზისთვის საერთაშორისო იურისტები დაიქირავა.