იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ე.წ. მიმღებ ციხეებში, მედპერსონალი გაიყვანეს ციხეების პერიმეტრს მიღმა, სადაც განათავსეს მედპუნქტები და იქ ხდება ახალი პატიმრების შემოწმება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პატიმარს საეჭვო სიმპტომები აღენიშნება, ის სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავთ.
მინისტრის ინფორმაციით, დღემდე კორონავირუსის სიმპტომები არც პატიმრებში და არც ციხეში თანამშრომლებში არ გამოვლენილა. ყველა საეჭვო შემთხვევას უკვე ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და ეს ტესტი აღმოჩნდა უარყოფითი.