ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის მინისტრი ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, ტობიას ელვუდი ტერორისტის მიერ დაჭრილი პოლიციელის გადარჩენას ცდილობდა, რომელიც გარდაიცვალა. ამსახველ პოტომასალას ბრიტანული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, მინისტრი ვესტმინსტერის ხიდზე თავდასხმის თითმხილველი გახდა. პოლიტიკოსი შეეცადა დაჭრილი პოლიციელისთვის სისხლდენა შეეჩერებინა.
შეგახსენებთ, ლონდონში პარლამენტრსა და უესტმინსტერის ხიდზე თავდასხხმები განხორციელდა, ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 5 ხოლო დაშავებულია 40 ადამიანი. გაერთიანებული სამეფოს დედაქალაში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღეს.