"მინისტრი რა სიტყვასაც ხმარობს, ის მიწერია" - რატომ დააკავეს გიორგი გაბედავა შსს-სთან აქციაზე? - Palitra News

"მინისტრი რა სიტყვასაც ხმარობს, ის მიწერია" - რატომ დააკავეს გიორგი გაბედავა შსს-სთან აქციაზე?

2017-11-06 19:31:23+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გამართულ აქციაზე ერთ-ერთი ორგანიზატორი, უფლებადამცველი გიორგი გაბედავა დააკავეს. გიორგი გაბედავას ეკავა პლაკატი, რომელზეც მინისტრის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება ეწერა. ამართალდამცველებმა მას პლაკატის შენახვა მოსთხოვეს. გაბედავამ სამართალდამცავებს სთხოვა განმარტება, თუ რის საფუძველზე ითხოვდნენ მისგან პლაკატის შენახვას, რა დროსაც ის პოლიციელებმა დააკავეს.