Sense ეს არის პატარა ხელსაწყო, რომელიც ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს. ის ზომავს ტემპერატურას, ტენიანობას, ჰაერის წნევას, სინათლის ინტენსივობას, ხმაურისა და ასევე CO2- ის დონეს. ხელსაწყო შეისწავლის თქვენს მოძრაობებს, იმ გარემოს სადაც იმყოფებით და გაწვდით საჭირო ინფორმაციასა და რეკომენდაციებს. ის ნებისმიერ ტანსაცმელზე, აქსესუარზე თუ ნივთზე მაგრდება. თქვენ შეგიძლიათ ის თან ატაროთ ან დააინსტალიროთ ნებისმიერ ადგილას და მონიტორინგი გაუწიოთ გარემოს უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში. მისი შემქმნელების თქმით, ხელსაწყოს მართვა არ ჭირდება, საკმარისია ის თან ატაროთ ან დადოთ კონკრეტულ ადგილას და მოწყობილობა ავტომატურ რეჟიმში გამოგიგზავნით შეტყობინებებს და მოგცემთ რჩევებს. ტექნოლოგია ინფორმაციას თავისი აპლიკაციის მეშვეობით თქვნს სმარტფონზე აგზავნის. გარდა ზოგადი მონაცემებისა, ის გატყობინებთ ფარეხში შუქი თუ დაგრჩათ ანთებული ან თქვენს სამზარეულოს განიავება თუ ჭირდება. ის გეხმარებათ ოთახში სუფთა ჰაერის შენარჩუნებაში, გატყობინებთ როდესაც ნახშირორჟანგის დონე მაღალია და გაფრთილებთ, რომ სივრცე საჭიროებს განიავებას. თუ Sense სარეცხის მანქანას მიამაგრეთ, თქვენ შეტყობინება მოგივათ, როცა სარეცხი გაირეცხება და ადგილზე არ იქნებით. გარდა ამისა, მანქანაში ვენტილაციის შედეგად ჰაერის უკმარისობის შემთხვევაში შეგახსენებთ, რომ ფანჯარა ჩაწიოთ და ჟანგბადი შემოუშვათ. თუ თქვენ ოთახებში ხშირად გრჩებათ შუქი ანთებული, Sense ამას აღმოაჩნეს და ძილის წინ აუცილებლად შეგახსენებთ, ჩააქროთ შუქები. როგორც ამბობენ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ადგილმდებაროება და სხვა მონაცემები მისი აპლიკაციის მეშვეობით გაუზაიროთ თქვენ ახლობლებს. Sense ზომავს ტემპერატურას, ტენიანობას, ჰაერის წნევას, სინათლის ინტენსივობას, ხმაურისა და ასევე CO2- ის დონესმოწყობილობა გატყობინებთ როდის უნდა გაანიავოთ ოთახი ტექნოლოგია გახსენებთ თუ რომელიმე ოთახში ანთებული დაგრჩათ შუქი