ტყიბულში, მინდელის შახტში დღეს ქართველი და გერმანელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი ჩავიდა, რომელიც შახტში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. ექსპერტების თქმით, სამუშაო პროცესი ხუთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მათი დასკვნის შედეგად კი ხელისუფლება მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას თუ რა პრევენციული ღონისძიებებია მისაღები შახტში ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.ცნობისთვის, ტყიბულის შახტში გახშირებული უბედური შემთხვევის გამო, შრომის უსაფრთხოების საკითხებს გერმანული საექსპერტო კომპანია „დი ემ ტი“ შეისწავლის.