მინდელის სახელობის შახტაში დაღუპულების ცხედრებს ოჯახებში, სავარაუდოდ, უკვე დღეს გადაასვენებენ. ტყიბულში კი ტრაგედიის მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს. მომხდარი ადგილზე გააპროტესტეს ახალგაზრდებმა.
უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში 9 მაისს, დაახლოებით, 18:00 საათზე მოხდა, როცა მეშახტეები სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, მოწყობილობა მოსწყდა და შახტში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად ოთხი მეშახტე დაიღუპა.