საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცხიდან დღეს რამდენიმე მიმართვას ავრცელებს.
ერთ-ერთ მათგანში სააკაშვილი ამბობს, რომ პრაქტიკულად რუსულ ციხეში იმყოფება და პერსონალსაც რუსებივით საქციელს აიძულებენ. როგორც მიმართვაშია ნათქვამი სააკაშვილს ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალებაც არ ეძლევა.
მეორე განცხადებით კი საქართველოს ექპრეზიდენტი „ქართული ოცნების“ გუშინდელ ღონისძიებას აფასებს და აცხადებს რომ მან კარგად დაინახა როგორ წნეხის ქვეშ იმყოფებოდა ის ხალხი რომელიც ოცნებამ გუშინდელ პანაშვიდზე მიიყვანა.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლების ცვლილება მოკლე ხანში გარდაუვალია.