მინდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, გადავუხადო მადლობა იმ გაგებისთვის, როგორც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძიებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით 21:00 საათის შემდგომ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ აქვს მოქალაქეებს აღქმული საერთო პასუხისმგებლობა.