თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სამშენებლო მიმართულებით ამნისტიის კანონპროექტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა რომ საკანონმდებლო პაკეტში შემუშავებული და შეჯერებულია ყველა პრინციპი, რომელმაც სამშენებლო სფეროს მოწესრიგებას უნდა შეუწყოს ხელი.
ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. თბილისის მერის თქმით, სამომავლოდ მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, კანონპროექტში შეტანილია პრევენციული ღონისძიებებიც:კერძოდ მშნებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თუ არასწორად ხორციელდება მშენებლობა და შეუსაბამოა არქიტექტურულ ნებართვასთან პირველ შემთხვევაზე იქნება ჯარიმა.
კახა კალაძის თქმით, საკანონმდებლო პაკეტის მესამე ნაწილი ეხება მშენებლობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს, რომლის თანახმადაც კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას.