თბილისის მერიამ ვერის პარკის განახლების საპროექტო სამუშაოები დაიწყო.
მერია პარკის საპროექტო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით განახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვერის პარკი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული რეკრეაციული სივრცეა, სრულ განახლებას საჭიროებს.