დარწმუნებული ვარ, ეკა ტიკარაძე, ჩვენი მხარდაჭერით, შესანიშნავად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ჯანდაცვის ახალი მინისტრის ეკა ტიკარაძე შესახებ განაცხადა.მისი თქმით, ეკა ტიკარაძეს კარგად იცნობს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც თავად საპარტნიორო ფონდში მუშაობდა, ხოლო ჯანდაცვის ახალი მინისტრი მათ კონკრეტულ სამედიცინო პროექტებთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევდა."ქალბატონ ეკას ვიცნობ როგორც ძალიან თანამედროვე ცოდნის მქონე პროფესიონალ ადამიანს და სულ არ მიკვირს, რომ მოსვლისთანავე აანონსებს უკვე რეფორმების მეორე ტალღას, ძალიან ენერგიულია. დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავად, ჩვენი მხარდაჭერით, თავს გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას. ზოგადად, მინდა მივესალმო იმ ფაქტსაც, რომ ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობაში, ასე ვთქვათ, კიდევ იზრდება. იმიტომ, რომ ზოგადად მნიშვნელოვანია ის, რომ ქალი თავისი ბუნებით არის მზრუნველი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვაშენებთ ეკონომიკას, რომელიც ინკლუზიურია, რომლის ცენტრშიც თითოეული ადამიანი და ოჯახი დგას, აი ეს თვისებები გამოგვადგება ალბათ. ასე ვთქვათ, რაღაც სხვა უფრო ჰუმანურ მიმართულებას შევძენთ გარკვეულ რეფორმებს. აქედან გამომდინარე, ეს ცვლილება არის ზოგადად ძალიან პოზიტიური ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.